logo
ENG



გოჩა მირცხულავა: სინოდი წლების განმავლობაში გაურბოდა ცალკეული საკითხების გადაწყვეტას

31 ოქტ 201921:38
3 წუთის საკითხავი
 
wmkrwekgzkgri7a.png

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა. მისი განცხადებით, სინოდი წლების განმავლობაში გაურბოდა ცალკეული საკითხების გადაწყვეტას.

"გარკვეული წინათგრძნობა მქონდა და ვიიმედებდი თავს, რომ სინოდი გამოიჩენდა გონიერებას და დღეს სხდომა მეტნაკლებად უმტკივნეულოდ ჩაივლიდა. პრობლემები, რომლებსაც შევეჩეხეთ ერთი დღის პრობლემა არ არის. ეს იმის მიზეზია, რომ სინოდი წლების განმავლობაში გაურბოდა ცალკეული საკითხების გადაწყვეტას, მათზე რეაგირებას და რეფორმების გატარებას. ეკლესია საქართველოში იქცა ჩაკეტილ ინსტიტუციად, რომელსაც ჰქონდა ყველაფრის უფლება: სახელმწიფოს დაშანტაჟების, მოქალაქეებზე ძალადობის, პოლიტიკაში ჩარევის უფლება, თუმცა ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლება არ ჰქონდა არავის," - აცხადებს გოჩა მირცხულავა.


close დახურვა