logo
ENG



გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყული თქვა, პრემიერმა საკადრისი პასუხი გასცა - კობახიძე

29 მაი 202014:52
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" კითხვებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის მისამართით გაჟღერდა დემაგოგია უწოდა. 

კობახიძის შეფასებით, პრემიერმა ოპოზიციას საკადრისი პასუხი გასცა. 

"5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა რომან გოცირიძის მხრიდან. 5 წუთის განმავლობაში, ჩვენ დავთვალეთ და მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა. შესაბამისად დემაგოგიის გარდა, არაფერთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, რომ პრემიერ პატივს სცემს პარლამენტს და ის მობრძანდა აქ. გასცა პასუხი თუნდაც იმ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომელიც ტყუილებით იყო გაჯერებული. კიდევ ერთი საკადრისი პასუხი მიიღო ოპოზიციამ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. იგი საკანონმდებლო ორგანოში ორმა ფრაქციამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ევროპულმა საქართველომ" დაიბარეს. 


close დახურვა