logo
ENG



გოცირიძე: ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ

29 სექ 202114:40
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ დაკავშების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი ციხეში დიდ დროს არ გაატარებს.

"ქართველი ხალხი ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ. მისი გათავისუფლება იქნება დროის საკითხი. როგორც შინ, ისე გარეთ ყველამ იცის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული", - ამბობს გოცირიძე.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოსვლის შესახებ განაცხადა და კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც გამოაქვეყნა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოიქცევიან.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა გასამართლებული: სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მისთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახალი სისხლის სამართლის საქმეებს ამზადებს.


close დახურვა