logo
ENG



გოცირიძე: გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმის სექტორში საშემოსავლო და ქონების გადასახადზე

06 მარ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძროაბის“ წევრმა რომან გოცირიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსთან დაკავშირებით, ეკონომიკური კუთხით, მთავრობას რეკომენდაციები წარუდგინა, რომელიც 5 პუნქტისგან შედგება.

გოცირიძის თქმით, კორონავირუსის გავრცელებამ საქართველოში სერიოზული პრობლემა შეუქმნა ზოგიერთ დარგს, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში. 

„არ არის ადვილი პროგნოზირება იმ უარყოფითი შედეგებისა, რაც შეიძლება ამ ვირუსის შემდგომმა გავრცელებამ გამოიწვიოს. საქართველოს ხელისუფლების მიერ საგანგებო ზომები უნდა გატარდეს რათა ზემოქმედება უნდა მოვახდინოთ ტურიზმმზე რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 10 პროცენტია და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობაა დამოკიდებულებაა. გთავაზობთ გადაუვადებელი ზომების ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს. 

1. გამოცხადდეს მორატორიიუმი ტურიზმის სექტორში საშემოსავლო და ქონების გადასახადზე და  მოხდეს მათი გადანაწილება 2021 წელზე; 

2. 100 000 ლარიდან 165 000 ლარამდე გაიზარდოს დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი;

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონეს სუბიექტები, რომლეთა წლიური ბრუნვა არ აღენატება 500 000 ლარს დაიბეგროს 2020 წელს 0 %-ით;

4. მოხდეს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება და ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები შემცირდეს განაკვეთების ცვლილების გამო;

5. ეთხოვოს საქართველოს საბანკო სისტემას კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ტურისტული კომპანიების სესხების გადავადებისა და რესტრქუტურიზაციის შესახებ;

ეს არ უნდა იყოს მთავრობისთვის მძიმე შესასრულებელი. ეს არ უნდა იყოს საბაბი, რომ ჩვენს ინიციატივაზე უარი ითქვას“, - აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის გამო ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა.  სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები მთავრობისა და ბანკებისგან გადასახადების გადავადებას 2 თვით ითხოვენ. 

ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი კი იმპორტის შემცირებაა, საქართველოში შეიზღუდა რისკის ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან ტვირთების შემოტანა, მათ შორის მსხვილი იმპორტიორი სწორედ ჩინეთია, რომელიც კორონავირუსის აფეთქების პირველი წყაროა. 

სტუმრების გარეშე დარჩენილმა რამდენიმე მცირე სასტუმრომ ფუნქციონირება შეაჩერა. ეს ინფორმაცია სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა დაგვიდასტურა. მიზეზი ფინანსური კრიზისია, რაც  ტურისტულ სექტორს კორონავირუსის გავრცელებამ  შეუქმნა. ტურისტები ბილეთებს და ჯავშნებს აუქმებენ. სასტუმროები, რომელთა 60% მარტში უკვე დატვირთულია ხოლმე, ახლა 3-5%-იანი დატვირთვით მუშაობს.  ტურისტულ ზონებში მომუშავე სასტუმროები საკრედიტო ვალდებულებებს ვერ იხდიან და ხელფასებს ვერ გასცემენ. ამიტომ ხელისუფლებისგან და საბანკო სექტორისგან დახმარებას და სესხებთან და გადასახადებთან დაკავშირებით ორთვიან მორატორიუმს ითხოვენ. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსის გამო ქვეყანამ 30-მილიონიანი ფინანსური ზარალი მიიღო. ყველაზე მეტად სწორედ ტურიზმის სექტორი დაზარალდა. რა გეგმა აქვს მთავრობას - ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე არ ულაპარაკიათ, თუმცა დაზარალებულ კერძო სექტორთან შეხვედრები დაანონსეს

ტურისტული კომპანიების, სასტუმროების და რესტორნების გარდა, იზარალეს ავიაკომპანიებმაც. ამჟამად პირდაპირი ფრენები შეჩერებულია ჩინეთთან და ირანთან. იტალიასთან მიმოსვლის შეჩერებისგან მთავრობა გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. რაც  ფინანსურ ზარალს კიდევ უფრო გაზრდის. მთავრობა დაზარალებულ კერძო სექტორთან შეხვედრას აანონსებს.

 


close დახურვა