logo
ENG



გდდ-ის შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსი სუს-ზე: ისინი ტყუიან, ბევრი რამე დამალეს

07 დეკ 202522:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/07/w7knohzhpiumc9w.png

ისინი ტყუიან. მათ ბევრი რამე დამალეს, - განაცხადა სუს-ის განცხადებაზე სუაბრისას "დროებასთან" ინტერვიუში BBC-ის საგამოძიებო ფილმის საკვანძო რესპონდენტმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ლაშა შერგელაშვილმა.

"მე ქიმიკოსი არ ვარ, არ ვიცი მისი შემადგენლობა. მე მხოლოდ ის ვიცი, თუ როგორ იყო ეს პრაქტიკაში, როგორ გამოიყენებოდა ეს, და რაც პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი - მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ როდესაც მასას ერთმანეთში აზავებდნენ, ორი პიროვნება იყო ყოველთვის შეზავების პროცესში. მე შორიდან მაქვს ეს ნანახი, იქ ახლოს ვერ მივიდოდი. ისინი სპეციალურ კომბინეზონებში ჩაცმულები იყვნენ, აირწინაღები ეკეთათ, ხელთათმანებით აღჭურვილები და ამგვარ პროცესით ურევდნენ ერთმანეთში ამ ქიმიურ ფხვნილს და სითხეს. მე ვერ გეტყვით და ვერ გიპასუხებთ, რამდენად მართებულია სუს-ის განცხადება, მაგრამ შემიძლია ჩემი მოსაზრება გითხრათ - ისინი ტყუიან. მათ ბევრი რამე დამალეს", - განაცხადა ლაშა შერგელაშვილმა.

 


close დახურვა