logo
ENG



გოცირიძე: სანამ გვიან არ არის, ზურაბიშვილმა შეიწყალოს გვარამია, ნუ გააჯანჯლებს

16 მაი 202212:59
3 წუთის საკითხავი
 
გოცირიძე: სანამ გვიან არ არის, ზურაბიშვილმა შეიწყალოს გვარამია, ნუ გააჯანჯლებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სანამ გვიან არ არის.

გოცირიძის თქმით, ზურაბიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის საგარეო კურსზე.

"მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების შემთხვევაში შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს არ მიმართოთო, თქვა ნიკა გვარამიამ, ეს უკვე არ არის მხოლოს მისი პირადი საკითხი. ამ უგუნური გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირში ქვეყნის დაჩქარებული გაწევრიანების პერსპექტივა.

სალომე ზურაბიშვილი არის პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო კურსზე. კეთილი ინებოს და სანამ გვიან არ არის, მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ნუ გააჯანჯლებს, როგორც წინა შემთხვევებში, ნუ დაელოდება ზეწოლას ევროპისაგან და ამერიკისაგან. მერე გვიან იქნება", - წერს გოცირიძე Facebook-ში. 

სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

 

close დახურვა