logo
ENG



გოციროძე გახარიას:ივანიშვილის გადმორიცხული ფულის დახარჯვაზე, მის ნებართვას ელოდებით

27 მაი 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გიორგი გახარიას ორი კონკრეტულით შეკითხვით მიმართავს. პირველი ეხება მოქალაქეების დახმარებას. გოცირიძის თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი გამონაკლისია ამ მიმართულებით.

"ჩამოთვალეთ ან დაასახელეთ მსოფლიოს ერთი ქვეყანა მაინც, გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება, არც ერთი ცენტი. ერთი ქვეყანა დაასახელეთ, რომელია ასეთი?",-აღნიშნავს გოცირიძე. 

მეორე შეკითხვა კი კოვიდ 19-ის ფონდს ეხება. რომან გოცირიძის თქმით, ფონდში აკუმულირებულია საკმაოდ სოლიდური თანხა, რისი დახარჯვაც მთავრობას დღესვე შეუძლია. შედეგად, ხელისუფლება მოსახლეობას დაეხმარება, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს.

"თქვენი გამოსვლიდან გავიგე საოცარი რამ. წერილი მოგწერეთ მე თქვენ და მაინტერესებდა კოვიდ ფონდის ხარჯვის შესახებ. რატომაა ეს ფონდი გაუმჭირვალე, რაში ხარჯავთ. 133 მლნ. ლარია ამ ფონდში დღეს აკუმულირებული და ჯერ პასუხი არ მიგვიღია. თურმე, ახლა გავიგე, რომ ეს ფონდი ყოფილა სარეზერვო. ბატონ ბიძინას მადლობას გაუდახადეთ, მისი 100 მლნ. ლარიცაა აქ და ამას გამოიყენებთ მერე. სარეზერვოდ გამოიყენეთ ის ფული, რომელიც მერე შემოვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ეს ფული, რომელიც დევს, დახარჯეთ ახლა. თქვენივე არასწორი სქემით, როდესაც 300 ლარს აძლევთ თვითდასაქმებულებს, თან ნახევარზე მეტს არ აძლევს. ეს ფული რომ გამოიყენოთ 443 ათას თვითდასაქმებულს შეგიძლიათ მისცეთ 300 ლარიანი დახმარება. რატომ არ აეკეთებთ ამას? ალბათ იმიტომ, რომ რადგან იქ ივანიშვილის ფული დევს, ელოდებით ნებართვას და შეიძლება ისეთი რამ განმეორდეს, რაც წინა პერიოდში მოხდა, როცა მან გაიღო 80 მლნ. მხარდაჭერისთვის სტიქიის დროს და მერე მოვიდა ხელისუფლებაში და ეს 80 მნლ. დაიბრუნა უკან",-განაცხადა რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, პრემიერი დღეს პარლამენტში კორონავირუსის მართვის შესახებ ანგარიშშ წარადგენს. მას დეპუტატები კონკრეტული შეკითხვებით მიმართავენ.


close დახურვა