logo
ENG



გრემ ბრუქი ტროლებზე: რასაც ფეისბუკზე პოსტავდნენ, ყველაფერი პროსახელისუფლებო იყო

21 დეკ 201911:41
3 წუთის საკითხავი
 
ezvt3uxld40y4te.jpg

400-ზე მეტი გაუქმებული გვერდი ფეისბუკზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული. ფეისბუკის ადმინისტრაციისა და ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის ერთობლივი მუშაობის შემდეგ, სოციალურმა ქსელმა გააუქმა ქართველების მიერ მართული ის ასობით გვერდი, რომელიც ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიოპოზიციურ და ხელისუფლების სასარგებლო პროპაგანდას ავრცელებდა.

ამერიკელი სპეციალისტები ყვებიან, თუ როგორ უთხრიდნენ ძირს დემოკრატიას და მანიპულირებდნენ ხალხზე სოციალური ქსელების მეშვეობით. „ფორმულას“ ჟურნალისტი ვაშინგტონში ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის დირექტორს ესაუბრა და ამ სკანდალური საქმის დეტალები გაიგო.

„ფეისბუკმა წაშალა არაერთი ანგარიში, რომელიც ქართველების მიერ იმართებოდა და ქართველებზე იყო ორიენტირებული. ანგარიშები ნიშნავს მომხმარებელს, ჯგუფებს, გვერდებს, ყველა იმ საშუალებას, რომლითაც შეგიძლია იმოქმედო ფეისბუკზე. კომპანიამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს ანგარიშები ჩართულნი იყვნენ ისეთ ქმედებებში, რომელსაც ჩვენ კოორდინირებულ და არაავთენტურ ქმედებას ვუწოდებთ. სწორედ ამიტომ წაშალეს ისინი პლატფორმიდან. ატლანტიკური საბჭოს ციფრული ლაბორატორიაში ჩვენ ღია წყაროებს ვაკვირდებით. ამ ღია წყაროებზე დაკვირვებით ვნახეთ, რომ ეს წყაროები პროსახელისუფლებო მასალების გავრცელებაში იყვნენ ჩართულნი. რასაც პოსტავდნენ - მიმებს, შეტყობინებებს, სტატიებს, ყველაფერი პროსახელისუფლებო იყო, ფეისბუკს კი შეეძლო დახურულ წყაროებზე დაკვირვებაც და დაადგინა, რომ ეს ანგარიშები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული,“ - განაცხადა ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის დირექტორმა გრემ ბრუქმა.

ლაბორატორიის სპეციალისტები აცხადებენ, რომ გვერდები ახალი ამბების სამსახურის საფარქვეშ აქტიურობდნენ, რათა მოსახლეობის ნდობა მოეპოვებინათ და შემდეგ ანტიდასავლური, ანტიამერიკული, ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო მასალები გაევრცელებინათ. 


close დახურვა