logo
ENG



გრიგოლ ვაშაძის სადავო რიტორიკა

22 მარ 202220:46
3 წუთის საკითხავი
 

ქართულ ოცნებას მოსწონს, ოპოზიცია აკრიტიკებს - ოპოზიციონერი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ამბობს, რომ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება. პოზიციის ასეთ მკვეთრ ცვლას კატასტროფას უწოდებენ ვაშაძის ყოფილი თანაგუნდელები. თავად ვაშაძე დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. მას ოპოზიციამ ივანიშვილის გუნდის ის შეცდომები გაახსენა, რომელმაც საქართველო უკრაინის ურთიერთობაზე ომის დროს ნეგატიური გავლენა მოახდინა. ოცნება კი, რომელიც წლებია, ვაშაძეს უპირისპირდებოდა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბოტებისა და ტროლების არმიაც მიუგზავნა, ახლა კმაყოფილია, საქართველოდან სწორედ ოპოზიციონერი ვაშაძე აწერს ხელს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ახალ რეგულაციას.


close დახურვა