logo
ENG



გრუშოვეცი: სააკაშვილი ძლიერი დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში

31 დეკ 202110:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/31/q0o8rexl9pdgvrw.jpg

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი ამბობს, რომ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ძლიერი დამამშვიდებლებისა და წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს. 

"როგორც წინა ჯერზე, მიხეილ სააკაშვილი ძლიერი დამამშვიდებლებისა და წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში. ამის გამო, მასთან არ შეუშვეს ექიმები, ადვოკატები და ომბუდსმენი. 

ფარმაკოლოგიური წამება არის ფსიქოტროპული ნივთიერებების ან სხვა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება ადამიანის დასჯის ან მისგან ინფორმაციის მიღების მიზნით. ამის მიზანია იძულებით დამორჩილება, სტრესის გამოწვევა, რაც ტკივილით, შფოთვით, ფსიქოლოგიური აშლილობით და დეზორიენტაციის ფორმით შეიძლება გამოვლინდეს", - წერს გრუშოვეცი

30 დეკემბერს, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. 

29 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.

27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ​

 


close დახურვა