logo
ENG



გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინამ კურსკში ადმინისტრაციულ შენობაზე იერიში დრონებით მიიტანა

24 სექ 202313:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/24/855oi78sb1lr1bb.jpg

ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ტელეგრამ არხზე წერს, რომ უკრაინამ კურსკის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობაზე იერიში დრონებით მიიტანა. 

ამ დროისთვის დეტალები უცნობია, თუმცა რუსული მხარე, ტრადიციულად, ამტკიცებს, რომ ზარალი მცირეა და მხოლოდ შენობის სახურავია "ოდნავ დაზიანებული". 

"კურსკში უკრაინული დრონი ოლქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას დაესხა თავს. სახურავი ოდნავ დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მივიდნენ", - წერს ის. 


close დახურვა