logo
ENG



გუმბარიძე: ახალი რეალობა შეიქმნა, არხზე დაგვემატება ახალი გადაცემები

20 მარ 202023:18
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ახალი, საინტერესო გადაცემები იწყება. აღნიშნულზე ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა. როგორც გუმბარიძემ გადაცემაში განაცხადა, იმისთვის რომ მოსახლეობას თვითიზოლაცია გაუადვილდეს ეთერში აქტუალურ თემაზე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაცემები გავა.

 „ახალი რეალობა არის არხზე, კონტენტის მიმართ მიდგომაც შესაცვლელი გახდა, დღეს გაცილებით უფრო საინტერესოა გარდა საინფორმაციო გადაცემებისა, სხვადასხვა ტიპის თოქშოუები, რომლებიც იქნება იმ ადამიანების ჩართვებით, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში და ამ პროცესს გადიან. დაგვემატება დავით ქაშიაშვილთან ერთად გადაცემა „თვითიზოლაციაში“, ამას გარდა კიდევ ერთი გადაცემა, რომელიც უფრო გასართობი ფორმატის იქნება, რჩევები სახლში დარჩენილ ხალხს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა ჯანმრთელობის პრობლემისა უზარმაზარი გამოწვევა არის ეკონომიკური გამოწვევა, აქ ჩვენ მოვყვებით თუ რა ხდება ბიზნეს სექტორში“,-განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.

 


close დახურვა