logo
ENG



გუნავა:საცობებში 20 წუთის განმავლობაში ჩემზე ზეწოლას ახდენდნენ რკინის სამაჯურის მეშვეობით

24 იან 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

ბეჟან გუნავა სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დაკავების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი შეუძლოდ გახდა და მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

როგორც ცნობილია გუნავა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პოლიციელებმა სამართალდამცველისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის დააკავეს. 

„მიმტკიცებდნენ, რომ მანქანას დავეჯახე და მივაყენე დაზიანება. მანქანა დაზიანებული არ არის. ეჭვი მეპარება, რომ ეს ქალბატონი მაღალჩინოსნის მეუღლეა ან ახლო ნათესავი. მტევანზე ბოლომდე მომიჭირეს. მაღალი წნევები მაქვს, მარეგულირებელს ვსვამ. ვუთხარი, რომ შეიძლება ცუდად გავხდე. ახლავე პატივცემულო, მეუბნებოდნენ და საცობებში 20 წუთის განმავლობაში ზეწოლას ახდენდნენ რკინის სამაჯურის მეშვეობით“, - აცხადებს გუნავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბეჟან გუნავას წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.


close დახურვა