logo
ENG



გურამიშვილზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

06 აგვ 202021:40
3 წუთის საკითხავი
clock 1638
გურამიშვილზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა