გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან, ქარსაცავ ზოლს ცეცხლი გაუჩნდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობით სამუშაოებში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. დილიდან, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობით სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ხანძრის ქრობის პროცესში“, - აცხადებენ შსს-ში.