logo
ENG



გურიაში თალაკვაძეს აქცია-პერფორმანსით დახვდნენ

13 იან 202018:07
3 წუთის საკითხავი
 
840pzjjutspm0yw.jpg

გურიაში სოფელ დვაზბუში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე კალანდობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩავიდა, მას ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია, აქცია-პერფორმანსით დახვდა, ისინი საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვეს, სადაც ღონისძება ტარდებოდა, საკრებულოს წარმომადგენლების თქმით, მათ ღონისძიებაზე დასასწრებად მოსაწვევები ჰქონდათ.

„პარლამენტის თავჯდომარე ცრუობს და სირცხვილია, როდესაც მშობლიურ კუთხეში ჩამოდის ეგრედ წოდებულ პრეზიდენტთან ერთად და წინადღით აღნიშნავს კალანდობას. მისი ფეხი როგორც მეკვლედ შარშან რო მდინარაძესთან ერთად ჩამოგვიბრწყინდა ვიცით უკვე. აქ როგორ დღეშიც არის გურია ეს უნდა მოეკითხა პირველ რიგში და ჩვენ როგორც საკრებულოს დეპუტატები ყველა ვიყავით მოპატიჟებული და ჩვენ მოვედით სიმბოლურად პრეზიდენტს მოვუტანეთ ლობიო, მჭადი და პრასი“,-განაცხადა საკრებულოს წევრმა.


close დახურვა