logo
ENG



გურჯაანში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 არასრულწლოვანია

22 თებ 202613:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/22/0k5jmjrjpuh80w3.png

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი არასრულწლოვანია. 

შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.

როგორც ცნობილია, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა - შეჯახების შედეგად ავტომობილი ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადასვლა ორმა მგზავრმა მოახერხა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა