გურჯაანში მკვლელობა მოხდა. ფორმულას ინფორმაციით, კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა. არაოფიციალური ინფორმაციით შემთხვევა კონფლიქტის საფუძველზე მოხდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოები.