logo
ENG



გურჯაანში 18 წლის ადამიანი გულ-მკერდის არეში დაჭრეს

29 ნოე 202511:04
3 წუთის საკითხავი
 
გურჯაანში 18 წლის ადამიანი გულ-მკერდის არეში დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურჯაანში 18 წლის ადამიანი გულ-მკერდის არეში დაჭრეს.

მათი ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული კაცია დაკავებული.

"ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ყოფით საკითხზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, 2007 წელს დაბადებული ზ.ნ. დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა", - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა