logo
ENG



გურჯაანში კაცმა 3 თვის შვილი ცივი იარაღით მოკლა

28 მარ 202014:03
3 წუთის საკითხავი
 
7b34bfidjfow40z.jpg

გურჯაანის რაიონში კაცმა 3 თვის შვილი ცივი იარაღით მოკლა, მეუღლე კი დაჭრა.

დაჭრილი ქალი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.

1996 წელს დაბადებული ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

 


close დახურვა