logo
ENG



გურჯაანში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

04 აგვ 202312:42
3 წუთის საკითხავი
 

გუშინ ღამით ძლიერმა ქარმა და წვიმამ გურჯაანში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. ასევე დაზიანებულია გაზსადენი მილები და მოგლეჯილია ხეები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობაა 9 აპრილის ქუჩზე, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი მთლიანად გადახდილია. 

მერიაში ადასტურებენ, რომ განსაკუთრებულად რთული ვითარებაა გურჯაანსა და მის მიმდებარე ორ სოფელში.

მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილზე დილიდან მობილიზებულია 112-ის სამაშველო და სპეციალური გამწმენდი ჯგუფები, ხოლო ამ დროისთვის მიმდინარეობს ზიანის დათვალიერება და აღწერა.

 


close დახურვა