გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, ის მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობას საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით.
გუტიერეშის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არის გაეროს წესდებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგისთვის პირობების შექმნა.
"მხარს ვუჭერს არა რაიმე მშვიდობას, არამედ მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდების ღირებულებებსა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე", - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.