logo
ENG



გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს, შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

30 ივლ 202216:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/30/xtvw3zc6700rz4y.jpg

გუშინ ღამით რუსული ძალების მიერ მიკოლაევზე თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა.

„30 ივლისის ღამეს 01:00 საათის შემდეგ ქალაქის ერთ-ერთი დასახლებული ტერიტორია დაიბომბა. ცნობილია, რომ 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. დაბომბვის შედეგან მრავალსართულიანი შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა“ - განაცხადა კიმმა.

ვიტალი კიმმა ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით 01:20 საათზე ბაშტანსკის რაიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მოწმდება.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქალაქისა და მისი ახლომდებარე დასახლებების დაბომბვა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი მიკოლაევს გუშინაც დაესხა თავს. დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.


close დახურვა