უკრაინული მედიის ცნობით, 18 აგვისტოს საღამოს უკრაინამ ყირიმში, ბელბეკში, რუსი ოკუპანტების უდიდეს საჰაერო ბაზას შეუტია.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევა სევასტოპოლის ჩრდილო-დასავლეთით, ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკში მოხდა. აფეთქების ამსახველი ვიდეოები სხვადასხვა ტელეგრამ არხზე გავრცელდა. ვიდეოებში ჩანს ცეცხლი, და ისმის აფეთქებებისა და საჰაერო სიგნალის ხმა.
რუსეთს აფეთქებაზე განცხადება არ გაუკეთებია.
სევასტოპოლის ე.წ მერმა მიხაილ რეზვოჟაევმა განაცხადა, რომ ბელბეკის თავზე დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმიით, შედეგად არავინ დაშავებულა.
ბელბეკის საჰაერო აეროდრომი ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ყველაზე დიდი ავიაბაზაა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველანაირი უფლება, გაანადგურონ ყირიმში არსებული ის სამხედრო ობიექტები, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.