logo
ENG



დააკავეს კაცი, რომელმაც ამერიკაში მცხოვრებს 300 დოლარი მოტყუებით გამოაგზავნინა

18 აგვ 202111:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/18/5fjh0yay8ivwtwh.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში კაცმა კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით Facebook-ზე ყალბი პროფილი დაარეგისტრირა, დაიმატა მეგობრები და ერთ-ერთს, აშშ-ში მცხოვრებს მიწერა, თითქოს თავის შვილს ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაეგზავნა 300 დოლარი.

მათივე ცნობით, აშშ-ში მცხოვრებმა ჩათვალა, რომ რეალურად კომუნიკაცია ჰქონდა მის ნათესავთან, რის გამოც იმავე დღეს ფული გაუგზავნა. კაცმა გზავნილი კომერციულ ბანკში გაანაღდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა