![s1lt0k69858c35v.jpg](/uploads_script3/news/s1lt0k69858c35v.jpg)
პოლიციელი, რომელიც ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია. ინფორმაცია ფორმულას პროკურატურაში დაუდასტურეს.
სამართალდამცველისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.
30 აგვისტოს ღამით თბილისში, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა. ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.