თბილისში, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა. ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, 2008 წელს დაბადებული მ.გ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.