დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქართველებსა და საქართველოს აგინებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ პოლიციამ კაცს არაერთხელ მოუწოდა, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, თუმცა ის მოთხოვნას არ დაემორჩილა. მათივე ცნობით, კაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გუშინ, 5 ნოემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კაცი ერთსა და იმავეს იმეორებს და საქართველოსა და ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს.