საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს აკრძალვის მიუხედავად ავტომობილით გადაადგილდებოდა, დაჯარიმდა.
ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
„ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა დაჯარიმდა და გადაიხადა, ეგეთები ბევრი დაჯარიმდა. 9 ათასი ჯარიმა იყო", - აღნიშნა გახარიამ.