ალუბლების ქუჩის მაცხოვრებლებმა საკუთარი ეზოს დაცვა დაიწყეს, გაშალეს კარავი და დააწესეს მორიგეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „ანას ბაღის გადასარჩენად“ ავრცელებს.
„ისინი არ აპირებენ დათმონ სასიცოცხლო სივრცე, რომელიც კახა კალაძემ გაუყიდა და კორპუსების აშენების ნებართვა გასცა. "ანას ბაღის" შემდეგ ეს უკვე მეორე საპროტესტო კარავია ქალაქში. იქნება სხვებიც“, - ნათქვამია გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ალუბლების ქუჩის მოსახლეობა მერიას სკვერის, ან საბავშო მოედნის გაშენებას წლებია სთხოვს, თუმცა დედაქალაქის მთავრობამ ადგილზე ორი მაღალსართულიანი კორპუსის აშენებისთვის გასცა ნებართვა. ამის გამო ადგილობრივებმა ალუბლების ქუჩაზე ბაღის მშენებლობა საკუთარი სახსრებით დაიწყეს.