logo
ENG



ფინეთის საგარეო: ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ზეწოლა საქართველოს ხელმძღვანელობაზე

21 აპრ 202610:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/21/brdwp8y14tw9vx4.png

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  "ფორმულას" კითხვებს უპასუხა. ფინეთი სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გაუარესებული მდგომარეობით, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისათვის სივრცის მუდმივი შემცირებით.

ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ზეწოლა საქართველოს ხელმძღვანელობაზე, რათა მან შეცვალოს თავისი კურსი.

ფინეთი მზად არის განიხილოს ევროკავშირის ინსტრუმენტების ფართო სპექტრი, მათ შორის მიზანმიმართული სანქციები.

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ უნდა გამონახოს კრიზისიდან გამოსავლის გზა და აღადგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. უახლესი კანონმდებლობა კიდევ უფრო აუარესებს სიტუაციას, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ასევე მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებებს", - ნათქვამია ფინეთის საგარეო უწყების პასუხში. 

დღეს, ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგშია აღნიშნული.


close დახურვა