Reuters-ის ინფორმაციით, წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი ლიდერობს.
Reuters-ის ცნობით, ბიულეტენების 60%-ის დათვლის შემდეგ, რადევის პარტიამ „პროგრესული ბულგარეთი“ ხმების 44.6% მიიღო, მეორე ადგილზეა პროევროპული კოალიცია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთი“ - ხმების 14.2%-ით, მესამეზე კი - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია GERB-ი - 13%-ით.
მიუხედავად გამარჯვებისა, რადევის პარტიას პარლამენტში სრული უმრავლესობა არ ექნება და კოალიციის შექმნა დასჭირდება.
რადევი ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ასევე განაცხადა, რომ ბულგარეთმა მოსკოვთან ურთიერთობები უნდა გააუმჯობესოს.
რადევმა პრეზიდენტის თანამდებობა იანვარში დატოვა და არჩევნებში ჩაერთო, რომელიც რიგგარეშედ გაიმართა მას შემდეგ, რაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე წინა ხელისუფლება დეკემბერში გადადგა.
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები ხუთ წელიწადში მერვედ გაიმართა.
