logo
ENG



დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი თავდებობით გაათავისუფლეს

13 ივლ 202220:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/13/btpjgn962jlfudz.png

დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი ირაკლი ხომასურიძე თავდებობით გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ მიიღო.

შუამდგომლობას პროკურატურაც დაეთანხმა. 

დაკავებულის ადვოკატის, კახაბერ მუმლაძის თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების საფუძველი დავით ბერძენიშვილის პოზიცია და გია გაჩეჩილაძის მოძრაობა აი ია-ს თავდებობა გახდა. 

ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე თავს 6 ივნისს დაესხნენ. მიზეზი რამდენიმე დღით ადრე ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე II-ის შესახებ გაკეთებული განცხადება იყო.

"წმინდანს აგინებს შენი ძმაო. მე ვუთხარი, რომ ერეკლე წმინდანი არ იყო და მერე გადავიდნენ [გინებაზე], აქ ვერ გაივლიო და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას ხაზგასმით და სპეციალურად". - თქვა მაშინ დავით ბერძენიშვილმა. 

პოლიტიკოსებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. 

თავდამსხმელ ირაკლი ხომასურიძეს ბრალი სსკ-ის 156-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. 


close დახურვა