logo
ENG



დავით კირკიტაძემ რუსთავის საავადმყოფოს პერსონალს აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

12 მაი 202012:51
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ, რუსთავის საავადმყოფოს პერსონალს აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. კლინიკის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფაში კირკიტაძეს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკა დაეხმარა.

„მინდა პატივისცემა გამოვხატო სამედიცინო პერსონალი მიმართ. ექიმები, ექთნები და სანიტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ერთის მხრივ არცერთი პაციენტი არ დარჩეს ყურადღების გარეშე, ხოლო მეორეს მხრივ ისინი ებრძვიან იმ პანdემიას, რომელიც მძვინვარებს მსოფლიოში. პეrეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკის დახმარებით ჩვენ მათ გადავეცით ის აუცილებელი აღჭურვილობა, რომელიც მათ ესაჭიროებოდათ. მე მინდა მათ ჯანმრთელობა და წარმატება ვუსურვო“,-განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 


close დახურვა