logo
ENG



დავით ქაცარავა მის შესაძლო დაკავებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს

11 თებ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერს დავით ქაცარავას, გორში ძალადობის ბრალდებით ასამართლებენ.

საქმე ეხება სოფელ ბობნევში მომხდარ ინციდენტს, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ჩასულ ქაცარავას თავს 5 პირი დაესხა. მომხდარის შემდეგ, ის თავდამსხმელების ამოსაცნობად დაიბარეს, თუმცა ბრალი მას თავად წაუყენეს.

თავად დავით ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მისი დაპატიმრება მოხდეს. ის იხსენებს მსგავს ფაქტებს, როდესაც სამოქალქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს თავს დაესხნენ და ბრალდებული თავად პოლიტიკოსები იყვნენ. 

„20 აგვისტოს სოფელ ბობნევში მოგზავნილი ადამიანი თავს დამესხა და რატომღაც ბრალი დეკემბერში წამიყენეს. ეს არ არის სასამართლო, არ არის რეალური საქმე. ეს არის პოლიტიკური ზეწოლა, როგორიც გიგი უგულავას და ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაშია“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ადგილზე იმყოფებიან დავით ქაცარავას თანაგუნდელები, ისინი ამბობენ, რომ პროცესები რომლებიც დავით ქაცარავას წინააღმდეგ მიმდინარეობს, არის ფარსი და თეთრი ძაფით შეკერილი. მათივე განცხადებით, იმის გამო, რომ დავით ქაცარავა აქტიურად ადევნებს თვალყურს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, ეს ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევს და სწორედ ამის გამო დაიწყო მის მიმართ დევნა.


close დახურვა