logo
ENG



დავით ჭიჭინაძე: ხელისუფლება არჩევნების წინ არაკონკურენტული გარემოს შექმნას ცდილობს

05 მაი 202014:58
3 წუთის საკითხავი
 

პარტია „სამართლიანობის“ ლიდერი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, ხელისუფლება ვადის გაგრძელების საკითხს ვეღარ დააყენებს. ბესელიას განცხადებით, საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები სწრაფად და დროულად განხორციელდეს, რადგან ოქტომბერი ახლოვდება, ცვლილებების განხორციელებას კი დრო სჭირდება.

„მე მაქვს პირადად მოლოდინი, რომ ვადის გაგრძელების საკითხს ვეღარ დააყენებენ. უკვე უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. ოქტომბერი გვიახლოვდება, საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები. ამ ყველაფერს დრო სჭირდება“, - აცხადებს ეკა ბესელია. 

პარტია „ტრიბუნას“ წარმომადგენლის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო პერიოდში არაკონკურენული გარემოს შექმნას ცდილობს, რათა ამით თავიანთი უპირატესობა დამტკიცდეს. 

„ეპიდემიას კი არ ებრძვიან ებრძვიან პოლიტიკურ გარემოს და აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ისეთი არაკონკურენტული გარემო შექმნას, სადაც გარკვეულწილად უპირატესობა ექნებათ. ყოველ ასეთ გადადგმულ ნაბიჯს, ყოველ ასეთ შეზღუდვას რომლებიც უსამართლოა, საკმაოდ მძიმე შედეგი ექნება მათთვის“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე კი არ გამორიცხავს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობას. მისი განცხადებით, ხელისუფლება აკვირდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას და გადაწყვეტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე მოქმედებს.


close დახურვა