მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებლის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მშვიდად შეხვდება მარცხს, რადგან "საიმედო სიგნალები" აქვს მიღებული. ამის შესახებ ბესელიამ გადაცემა კომენტარის ეთერში ისაუბრა.
როგორც ბესელიამ თქვა, ივანიშვილი საერთაშორისო აქტორებს შეხვდა, თუმცა კომუნიკაციის სხვა დეტალებზე არ ისაუბრა. მისივე განცხადებით, როდესაც ივანიშვილი "დალაგებაზე" საუბრობს, აქ არა ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს, არამედ პირად ურთიერთობებს გულისხმობს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მხრივ აქვს მას [ივანიშვილს] საიმედო სიგნალები და ამიტომ შვიდად შეხვდება მარცხს, გართულებების გარეშე. ყველა ვინც ამბობს, რომ არ შეეგუებიან, ყველაფერს გააკეთებენ, არ დათმობენ, გულისხმობენ რადიკალური ფორმების გამოყენებას, ნუ აშინებთ ამ ხალხს. არაფერს არ გააკეთებს, მიიღებს ამ ციფრებს. არავითარ რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, ამის რესურსი არ აქვს და ძალიან მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების გადაბარება... ეს მინდა ამომრჩეველმა იმიტომ იცოდეს, რომ არ დაიზაფრონ და არაფრის შეეშინდეთ“ — ეკა ბესელია ივანიშვილისთვის პირად გარანტიებზე", - აღნიშნა ბესელიამ.