logo
ENG



დავით ჭიჭნაძე არ გამორიცხავს რომ ვეტერანი მფრინავების საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებს

14 ოქტ 201914:03
3 წუთის საკითხავი
 
nv9gpj3jftba6x1.png

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ ამჟამინდელ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას, ვეტერანი მფრინავების საქმეზე, სტრასბურგში უჩივლოს.

ჭიჭინაძე გამოეხმაურა ეკონომიკის სამინსტროს განცხადებას, სადაც მას არასერიოზული უწოდეს.

„როდესაც ადამიანის პრობლემებს ეხმაურები ეს არასერიოზულია მათი გაგებით და როდესაც კონკრეტული ადამიანის ინტერესებს წარმოადგენ სახელმწიფოში ეს სერიოზული, მე ეს ხალხი ფულს არ მიხდის და ისინი დაქირავებული არიან კონკრეტული ჯგუფების მიერ, ამიტომ რა თქმა უნდა, მუშაობა უფულოდ არასერიოზულია“-განაცხადა ჭიჭინაძემ.

ასევე, ჭიჭინაძის თქმით, ამჟამად ის საქმეზე იურისტებთან ერთად მუშაობს და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ისინი საქმეს გაასაჩივრებენ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. 

შეგახსენებთ, რომ მფრინავთა ასოციაციის წევრები ამჟამინდელ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას სიცრუეში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.


close დახურვა