logo
ENG



დაზვერვა: რუსეთი უკრაინის საზღვართან ბიოლოგიური იარაღის საკითხზე პროვოკაციას ამზადებს

02 მაი 202219:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/beuk959hwnhd3wr.png

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის რეგიონებში, რომლებიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ქოლერის ეპიდემიისთვის ემზადებიან და რუსეთი უკრაინას ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულებს.

როგორც დაზვერვაში აცხადებენ, რუსეთის სახელმწიფოს მთავარმა ექიმმა ანა პოპოვამ ხელი მოაწერა დადგენილებას "ქოლერის პროფილაქტიკისთვის დამატებითი ზომების შესახებ", სადაც განსაკუთრებული ყურადღება დათმობილია დამატებით ზომებთან პროფილაქტიკის მიმართულებით: ბრიანსკში, კურსკში, ბელგოროდში, ვორონეჯში, როსტოვში, კრასნოდარსკში და ოკუპირებულ ყირიმში.

"კერძოდ, როსპოტრებნადზორის ადგილობრივ ხელმძღვანელებს დაევალათ მოამზადონ ლაბორატორიები, რათა კვლევები ჩაატარონ, გააძლიერონ კონტროლი სავაჭრო ობიექტებზე, ასევე ხალხმრავალ ადგილებში და მოახდინონ მოსახლეობის ინფორმირება დაავადების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.  სავარაუდოდ მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მიმართავს პროვოკაციას უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში. პასუხისმგებლობას ამაზე ტრადიციულად დააკისრებს უკრაინას და "ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში" დაადანაშაულებს", - ამბობენ დაზვერვაში.


close დახურვა