logo
ENG



დაიხურება თუ არა სავაჭრო სივრცეები - მაღაზიების მფლობელები დახმარებას ითხოვენ

18 მარ 202017:31
3 წუთის საკითხავი
clock 796

თბილისის მერიას ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, დახურავს თუ არა სავაჭრო სივრცეებსა და მოლებს. რთულ სიტუაციაში არიან ის მაღაზიები, რომლებსაც ფართი სავაჭრო ცენტრებში აქვთ. მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ მუშაობის დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ, თუმცა ქირის გადახდა მაინც უწევთ. ისინი დახმარებას მთავრობას სთხოვენ და კონტრაქტორისგან შეღავათებს ელოდებიან.

„ფაქტიურად 0-ზე იკეტება მაღაზიები, მაგრამ გვიწევს იჯარის გადახდა, რადგან ჯერ მთავრობისგანაც არ არის რეკომენდაციები, არც მოლების ადმინისტრაციისგან, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ფაქტიურად ყველგან ასეთი სიტუაციაა, არ დადის ხალხი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ ფაქტიურად ყველა 0-ზე იკეტება. ვერ ვხვდებით დავკეტოთ თუ არ დავკეტოთ“, - აღნიშნა მაღაზია Film house-ის მფლობელმა გიორგი ბერელიძემ.

City mall-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთი ჯაბაურმა „ფორმულას“ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჯიმში აგრძელებს.

„მიმდინარე პერიოდისთვის ვაგრძელებთ ხალხის სამსახურში ყოფნას და ოპერირებას სტანდარტულ რეჟიმში. საიჯარო პირობებზე და ხელშეკრულების დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მაქვს ამის უფლება. ინდივიდუალურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ყველა მოიჯარესთან და ყველასთვის განსხვავებულია მოლაპარაკების საგანი. ეს ნაკლებად არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი“, - განაცხადა ქეთი ჯაბაურმა


close დახურვა