განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა პირადი ჩხრეკისას, 60 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილია „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.