logo
ENG



დაკავებულ კარტოგრაფებს მოქალაქეები მხარდაჭერას უცხადებენ

26 ნოე 202021:23
3 წუთის საკითხავი
 

 მოქალაქეთა თავდებობის გაფორმების დოკუმენტები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა შეადგინეს და მორიგ სასამართლო სხდომაზე  მოსამართლისთვის გადაცემას  აპირებენ. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მოსამართლეს ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თხოვნით მიმართავენ და ფიქრობენ რომ მნიშვნელოვანია სასამართლომდე და პროკურატურამდე მოქალაქეთა გზავნილი მივიდეს და ყველა დარწმუნდეს, რომ დაკავებული მეცნიერები უდანაშაულონი არიან.

 სინდისის პატიმრების თავდები მხოლოდ ერთ დღეში ასობით ადამიანი გახდა. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ მეცნიერებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სამოქალაქო აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მოქალაქეებმა, ვისაც სჯერა, რომ დაკავებულები პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან. ხელმომწერები მოსამართლეს მოუწოდებენ, საზოგადოების მოთხოვნა გაითვალისწინოს და მეცნიერებს აღკვეთის ღონისძიება   თავისუფლებით შეუცვალოს..

პირად თავდებობაზე ხელმოწერების შეგროვება მორიგ სასამართლოს სხდომამდე გაგრძელდება. ბრალდებულის ადვოკატები პროცესის ჩანიშვნას  სამი დღის განმავლობაში ელოდებიან. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს . მათ პროკურატურა 308 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ,- უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტეირტორიების  გადაცემისკენ მიმართულ ქმედებას ედავება რაც 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს    

 


close დახურვა