დაკარგული 15 წლის მოზარდი, თბილისში იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გოგო თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ ოჯახი მოზარდს 6 დღის განმავლობაში ეძებდა. იგი სახლიდან 19 ივლისს გავიდა და ოჯახი მას შემდეგ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. მამა აცხადებდა, რომ ბოლოს იგი ბათუმში ჰყავდათ ნანახი.