ირაკლი ღარიბაშვილი თავისსავე გამოცემულ განკარგულებებს მალავს. წესები დარღვეულია და ეს ორი წელია რაც გრძელდება. ვალდებულება მთავრობის რეგლამენტითაა განსაზღვრული. დოკუმენტები საიტზე უნდა იტვირთებოდეს, მაგრამ იქ განკარგულებებს ვერ მიაგნებთ. რას მალავს ხელისუფლება? როგორ სხვისდება და ვის გადაეცემა სახელმწიფო ქონება, მათ შორის ერთ ლარად - ეს სავარდოდ ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც დოკუმენტებს საიტზე არ ტვირთავენ.