logo
ENG



დამამცირებელი მოპყრობა/ფეხის ჩარტყმით გაღვიძება - გურიაში ოცმეთაურმა სამხედროს ვიდეო გადაუღო

29 იან 202221:50
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ჩანს როგორ დასცინის გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაური ელდარ ჟღენტი მძინარე სამხედრო პირს, ფეხს ურტყამს და ისე აღვიძებს. 

კერძოდ, ჟღენტმა ხსენებული ვიდეო სოფელ წყალწმინდის მიმდებარედ გადაიღო და შემდეგ სამსახურის საერთო ჩატში გაავრცელა. ვიდეოში ჩანს როგორ დასცინიან პოლიციელები გზის პირას დაწოლილ ახალგაზრდას. კადრებში დამამცირებელ მოპყრობასთან ერთად ჩანს, რომ სამხედრო პირი მიემართება პოლიციის მანქანისკენ, რადგან მათ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ, თუმცა ოცმეთაური მას მანქანაში ჩაჯდომის საშუალებას არ აძლევს.

შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ჯღენტს ბათუმში საცხოვრებელ სახლთან მიაკითხა, რადგან პოლიციელი სამსახურში მთელი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, თუმცა მასთან კომენტარის ჩაწერა მაინც ვერ მოხერხდა.

შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ჟღენტი წინა ხელისუფლების დროს ადამიანის ცემის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ის ციხიდან გამოუშვეს და სისტემაში აღადგინეს. გარდა ამისა, ის დააწინაურეს და ოცმეთაურის წოდებაც მისცეს. 


close დახურვა