ევროპარლამენტარების კრიტიკასა და საარჩევნო სისტემაზე დღეს დამოუკიდებელი დეპუტატები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდებიან.
ფრაქციის წევრები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გაესაუბრებიან. ჯასტინ მაკკენზი სმიტსა და კარლ ჰარცელთან მარიამ ჯაში და სხვა დეპუტატები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც განიხილავენ.
"საუბარი შეეხება როგორც 2020 წლის საგაზაფხულო სესიის საკანონმდებლო ინიციატივებს და საპარლამენტო ზედამხედველობას, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დიალოგს. ასევე ევროკავშირის ელჩთან საუბარი შეეხება ევროპარლამენტში გაკეთებულ შეფასებებს", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.