კრისტიან დანიელსონი მეორედ წავიდა ხელცარიელი თბილისიდან, აქ კი უკვე გამოჩნდა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კარმონი. პოლიტიკურ მხარეებს ამერიკელი დიპლომატების გააქტიურების მოლოდინიც აქვთ. ჩაშლილი მოლაპარაკებების შესახებ კი ახალი დეტალები ირკვევა.
ოპოზიციის მტკიცებით, ქართული ოცნება არც ერთ პუნქტს არ დათანხმებია, მათ შორის არც იმ სამს, რომელზეც მედიას უთხრა, რომ ხელმოსაწერად მზად იყო. მაგიდის აყირავებაში ხელისუფლება ოპოზიციას ადანაშაულებს. იკვეთება სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობაც, ლიდერები ამბობენ, რომ პირადად პრეზიდენტი იყო წინააღმდეგი, კრიზისი შეწყალების გზით გადაეჭრა.