26 სექტემბერს გორში დაგეგმილი „კამარა ფესტივალი“ გადაიდო. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორმა, დანიის კულტურის ინსტიტუტმა, განაცხადა.
ინსტიტუტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი უსაფრთხოების საკითხებია.
ფესტივალი მუსიკოს KORDZ-ის კონცერტით უნდა დასრულებულიყო. მუსიკოსის თქმით, ღონისძიების ჩატარებას საფრთხე ადგილობრივი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიის მხრიდან შეტევებისა და მუქარის გამო შეექმნა. მისი განცხადებით, ადგილზე უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობდა.
ფესტივალის დაანონსების შემდეგ KORDZ და დანიის კულტურის ინსტიტუტი სამთავრობო მედიისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი გახდნენ.
