logo
ENG



დანილოვის თქმით, რუსეთში, შესაძლოა, კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს

01 აგვ 202316:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/01/lxjxwmiv5m1b3m8.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთში, შესაძლოა, კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს.

"კრემლში სიტუაცია ისე ვითარდება, რომ კიევის წინააღმდეგ მეორე შეტევის განუხორციელებელ სურვილს, მოსკოვზე მეორე აჯანყების შესახვედრად მომზადების გადაუდებელი აუცილებლობა დაჩრდილავს და ამ მოვლენამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი", - ამბობს დანილოვი.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა