logo
ENG



დანილოვი: რუსეთთან მოლაპარაკების მთავარი პირობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა

08 ნოე 202215:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/08/c4dn64qbpiw5dih.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების მთავარი პირობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

დანილოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი პირობა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისთვის არის რუსი ოკუპანტების უკრაინის საზღვრებიდან გასვლა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ასეთი პირობების შესრულების გარანტია არის უკრაინაში თანამედროვე საჰაერო თავადაცვის სისტემების, ავიაციის, ტანკებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა.

"სტრატეგია არის პრევენციული მოქმედება. რუსული რაკეტები ჰაერში, ხმელეთზე და ზღვაზე გაშვებამდე უნდა განადგურდეს", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.


close დახურვა